საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მის ერთ-ერთ მსხვილ კონტრაქტორ კომპანიასთან - სინოჰიდროსთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას გეგმავს - ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი.
BMG სამინისტროსთან არკვევს, რომელ საგზაო მონაკვეთს უკავშირდება აღნიშნული შეწყვეტა.
თავად სინოჰიდროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტებია:
2020-2021 წელს საქართველოს სახელმწიფოსა და კორპორაცია სინოჰიდროს სათაო კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებში პროექტებს განახორციელებს შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ 2020-2022 წლებში და რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 360,681,790.54 ლარის ექვივალენტით:
1. ბათუმი (ანგისა)-ახალციხის (შ-1) შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთის (ლოტი1,
ხულო-გოდერძის უღელტეხილი კმ5+195 - კმ29+732) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კონტრაქტის #BARP/CW/ICB-01/01 LOT 1;
2. ბათუმი (ანგისა)-ახალციხის (შ-1) შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთის (ლოტი2,
გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა კმ0+000 - კმ17+380) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კონტრაქტის #BARP/CW/ICB-01/01 LOT 2;
3. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 2-ე ლოტის
სამშენებლო სამუშაოები (კმ7+700-კმ14+060). კონტრაქტის #EWHCIP/CW/RFB-01.
კომპანიის მიერ წარსულში უკვე დასრულებული საგზაო პროექტები ასე ნაწილდება:
1) რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია ე-60 გზის (143-ე კმ-ზე) FEWHIP-AF/CW/ICB-01
2) თბილისი-რუსთავის მონაკვეთი თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის მონაკვეთის
მოდერნიზაცია პირველი და მე-3 სექცია კონტრაქტის # P42414-SUTIP2-ICB-1.03-2013
3) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.0+000 - კმ. 12+400 მონაკვეთის მშენებლობა და არსებული გზის გაგანიერება 4 ზოლიანამდე, ჩაქვი-მახინჯაურის კმ 30+000 - კმ. 33+000 მონაკვეთზე . კონტრაქტის # RCIP/CW-ICB-01/03
4) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.0+000 - კმ. 12+400 მონაკვეთის მშენებლობა და არსებული გზის გაგანიერება 4 ზოლიანამდე, ჩაქვი-მახინჯაურის კმ30+000 - კმ. 33+000 მონაკვეთზე . კონტრაქტის # RCIP/CW-ICB-02
5) E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო, ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი LOT 1 (კმ 0+000-კმ5+800). კონტრაქტი # EWHCIP/CW/ICB-01
6) სამტრედია-გრიგოლეთის - 60 გზატკეცილის 11+500 კმ - 30+000 კმ მონაკვეთის მშენებლობა. კონტრაქტის # EWHG/CW/ICB-02