მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობას სწავლობს

მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობას სწავლობს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, საგადასახადო დანახარჯების ანალიზის ფარგლებში გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე სწორედ ამ სექტორში არსებული შეღავათების ეფექტიანობა შეფასდება, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა, თუ რა ტიპის შეღავათები შეიძლება გაუქმდეს. დარგობრივ ასოციაციებში აცხადებენ, რომ ვიდრე მთავრობა რომელიმე მიმართულებით შეღავათებს გადახედავს, აუცილებელია, კერძო სექტორთან კომუნიკაცია და სწორი შეფასებების გაკეთება. საპარლამენტო ოპოზიციაში კი არ სჯერათ, რომ ქართული ოცნება საგადასახადო დანახარჯების რეფორმას რეალურად გაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები