მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობას სწავლობს

ფინანსთა სამინისტრო სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობას სწავლობს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, საგადასახადო დანახარჯების ანალიზის ფარგლებში გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე სწორედ ამ სექტორში არსებული შეღავათების ეფექტიანობა შეფასდება, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა, თუ რა ტიპის შეღავათები შეიძლება გაუქმდეს. დარგობრივ ასოციაციებში აცხადებენ, რომ ვიდრე, მთავრობა რომელიმე მიმართულებით შეღავათებს გადახედავს, აუცილებელია, კერძო სექტორთან კომუნიკაცია და სწორი შეფასების გაკეთდება. საპარლამენტო ოპოზიციაში კი არ სჯერათ, რომ ქართული ოცნება საგადასახადო დანახარჯების რეფორმას რეალურად გაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები