მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენებას გეგმავს
BM.GE
05.05.23 19:32
• 305
საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს - პროექტის დეტალებსა და იდეაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. ის, რომ მთავრობას აქვს ინტერესი ახალი აეროპორტი ააშენოს, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუმცა მაშინ დეტალებზე არ უსაუბრია. რატომ დადგა დღის წესრიგში ახალი აეროპორტის აშენების საჭიროება და რამდენად მიზანშეწონილია თბილისთან ახლოს ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტის არსებობა.