მთავრობა თეატრების რეგულირებისთვის ახალი კანონპროექტის წარდგენას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მომზადება განპირობებულია თეატრების დაფუძნების, სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების გაუმჯობესებით.
სამინისტრო თვლის, რომ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ გარკვეული საკითხების სხვაგვარად რეგულირების აუცილებლობა გამოკვეთა.
კერძოდ, ახლებური რეგულირება შეეხება:
- თეატრების კატეგორიებისა და ტიპების განსაზღვრას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს;
- თეატრების მართვის საკითხს;
- თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების და დირექტორების უფლებამოსილების საკითხების გამიჯვნის დაზუსტებას;
- თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების და დირექტორების დანიშვნა განთავისუფლების წესის დაზუსტებას, მათი უფლებამოსილების ვადის ახლებურად განსაზღვრას;
- თეატრების ანგარიშებისა და მონიტორინგის საფუძვლების განსაზღვრას;
- თეატრისა და თეატრის შემოქმედებითი პერსონალის შრომითი ურთიერთობების დარეგულირებას;
- კერძო თეატრების ხელშეწყობის მექანიზმების გაძლიერებას და საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას;
- განსაკუთრებული საჭიროების თეატრების და ბავშვთა თეატრების მექანიზმების შექმნას;
მოქმედი კანონი გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა პროფესიულ თეატრზე. ახალი კანონი კი, საქართველოს ტერიტორიაზე აბსოლუტურად ყველა თეატრზე გავრცელდება, რასაც სამინისტრო იმით ხსნის, რომ რეგულაციის მიღმა დარჩენილი თეატრები არ იყვნენ თანაბარ პირობებში.
თეატრების შესახებ არსებული კანონი 1999 წელს არის მიღებული.