მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წლის ბოლომდე კიდევ სოციალური დახმარების მიმღები 65 000-მდე ოჯახის გადამოწმებას გეგმავს

სოცდაუცველები

წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონომია სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის გადახედვიდან და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა.

„თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ეკონომია შეადგენს 75 მლნ ლარს, თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახებია შერჩეული კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, შემდეგ გადამოწმებამ უნდა მოიცვას ყველა ოჯახი და ეს ეტაპობრივად გაგრძელდება. წლის ბოლომდე სავარაუდო ეკონომიკა იქნება 75 მლნ ლარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების კითხვის საპასუხოდ პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.

პრემიერის განცხადებით, გადამოწმების შედეგად სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები