მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ტურიზმის მარკეტინგის ხარჯებს 9 მილიონით ამცირებს

5eede34a3a3a7
თელარა გელანტია
20.06.20 16:30
2378
ტურიზმის მარკეტინგის ხარჯები 9 მლნ ლარით მცირდება. ამას 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი ითვალისწინებს, რომლის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში უკვე დასრულდა.

2020 წლის პანდემიამდელი ბიუჯეტის თანახმად, წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგული აქტივობებისთვის 22 621 300 ლარის დახარჯვას აპირებდა.

სამიზნე ქვეყნებს ქუვეითი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, გაერთიანებული საემიროები, ყატარი; ომანი; გერმანია; საფრანგეთი; ისრაელი; დიდი ბრიტანეთი; პოლონეთი; ლატვია; ლიეტუვა; ესტონეთი; უკრაინა; ესპანეთი; იტალია; ამერიკა; იაპონია/კორეა; ყაზახეთი ; უზბეკეთი; დანია; შვედეთი; ფინეთი და ნორვეგია წარმოადგენდა.

გამომდინარე პანდემიიდან, რა სახის მარკეტინგულ კამპანიებს მიმართავს წელს ტურიზმის ადმინისტრაცია და რომელ ბაზრებზე, ჯერჯერობით, უცნობია. უცნობი რჩება ასევე, 1 ივლისიდან, როცა საქართველო საერთაშორისო საზღვრებს გახსნის, რომელი ქვეყნის ტურისტებს შემოშვებენ ქვეყანაში და რა წესების დაცვით.

ცნობისთვის: ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები (პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დამატებული 485,0 მლნ ლარის გამოკლებით)  მცირდება ჯამში 26,6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის მიმდინარე ხარჯები შემცირებულია 41,4 მლნ ლარით (ტურიზმის მარკეტინგი ხარჯები მცირდება 9,0 მლნ ლარით, მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები მცირდება 20,0 მლნ ლარით, ხოლო სხვა პროგრამები 12,4 მლნ ლარით), ხოლო კაპიტალური ხარჯები იზრდება 14,8 მლნ ლარით (ძირითადად ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ხარჯზე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები