მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ვალდებულია, მისი უფლებების დაცვა უზრუნველყოს - დეგნანი სააკაშვილზე

639ac700d10a4
მარიამ ვარადაშვილი
15.12.22 11:29
449
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხებოდა. დეგნანი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს როგორც მისი პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლება.

“მთავრობის მოვალეობაა მისი უფლებების დაცვა უზრუნველყოს. ასევე პასუხისმგებელია იმაზე, რომ ის მისი საჭიროების შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურება მიიღოს. ამასთან, ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, სწორედ ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მაშინ, როცა სასამართლო პროცესი და საქმის მოსმენა მიმდინარეობს, ეს ყველაფერი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვით უნდა წარიმართოს, ასევე დაცული უნდა იყოს მისი პირადი სივრცის ხელშეუხებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება”,-აცხადებს დეგნანი.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კადრები 14 დეკემბერს გამოაქვეყნა. მასში ჩანს კლინიკა "ვივამედში" პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ კადრების გავრცელებაზე სააკაშვილს თანხმობა არ გაუცია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები