მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, რადგან რუსეთს სუსტი, დაყოფილი საქართველო სურს"

644becc77ea53
BM.GE
28.04.23 20:19
676
ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, რადგან რუსეთს სუსტი, დაყოფილი საქართველო სურს - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვა დე–პოლარიზაციის საკითხს ეხებოდა, რაც ელჩის მოსაზრებით ბევრ ქვეყანაში გამოწვევაა.

"ყველა მოქალაქეს შეუძლია წვლილი შეიტანოს გარემოს დე–პოლარიზებაში. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს – მათ შორის, მედიაც. მედიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი - ახალი ამბები გააშუქოს სიზუსტის და ბალანსის დაცვით. რასაც მე ვაკვირდები, საქართველოში ეს საკმაოდ რთულდება. ეს იწვევს დაბნეულობას, დაყოფას და ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობს – რუსეთია.

რუსეთს სურს სუსტი, დაყოფილი საქართველო. საქართველოს საუკუნეების გამოცდილება დაუგროვდა, როგორ იყენებს რუსეთი ყველა შესაძლო გზას იმისთვის, რომ ის მოწყვიტოს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს და რაც ყველაზე მთავარია, წაართვას ძალა, რომელიც ერთობით მიიღწევა.ეს არის თქვენი მთავარი დევიზი.

მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს მკაფიო გზამკვლევი 12 წინაპირობის სახით. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ნაწილია – მათ არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული. ეს არის გზამკვლევი და ყველა ნაბიჯი ამ გზაზე გულისხმობს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკის გაძლიერებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და მოსახლეობის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას – გაერთიანებას ევროპული მომავლის ირგვლივ. დე–პოლარიზაცია გამოწვევაა, რომელიც დღეს ბევრი ქვეყნის წინაშე იჩენს თავს სხვადასხვა გზით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები