მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ვაქცინირებულთა წახალისების პაკეტს სავარაუდოდ, მაისის ბოლოსთვის შეიმუშავებს

609a3d473546c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 12:15
770
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აცრილი მოქალაქებიისთვის წახალისების პაკეტებზე მუშაობა მიმდინარებს და პირველადი პაკეტები დაახლოებით მაისი ბოლოსთვის შემუშავდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია, რომ ამ პაკეტების შემუშავებისას არ დაირღვეს მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლება.

„აცრილ პირებზე წახალისების მექანიზმები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკაშიც აქტიურად გამოიყენება. დღეს ვაპირებთ, ამ საკითხზე, ვაქცინაციის საბჭოზე დამატებით ვიმსჯელოთ, რადგან წახალისების დაწესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ ეს არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის, რომ ამან გადაწყვეტილება იქონიოს და რაღაცნაირად შეზღუდოს არჩევანის თავისუფლების შესაძლებლობა.

ეს საკითხები დამუშავდება და ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო მეტად კონკრეტული პაკეტები გვექნება იმისთვის, რომ რა შემთხვევაში, როგორ გამოვიყენოთ წახალისება“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.