მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მედეას" 5.8 მილიონ ლარად ყიდის

6246b844bed67
გიორგი თოლორდავა
01.04.22 12:30
4864
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ წყალტუბოში, გურიელის N3-ში მდებარე 76,621 კვ. მეტრზე არსებული ყოფილი სანატორიუმი „მედეა“. ობიექტის საწყისი ფასი 5,820,000 ლარია.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, სანატორიუმს მინიჭებული აქვს კულტურის მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში კი ახალმა მფლობელმა უნდა მოაწყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც მან 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი 14 აპრილს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები