სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერი. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ღირებულება 13 მილიონ ლარს შეადგენს და ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოყოფილი კრედიტით ფინანსდება.
პროექტი “საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების” პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სპორტული კომპლექსი ბენდელიანის 35-ში უნდა აშენდეს, მისი ფართობი კი 7795 კვადრატული მეტრი უნდა იყოს.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდეტს მონაწილეობის მისაღებად 2019-2021 წლებში მინიმუმ 12 მილიონი ლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს მიღებული.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 21 აპრილამდე არის შესაძლებელი.