მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში, გორსა და ახმეტაში BEKO-ს მაღაზიები გაიხსნება

648c665a64188
თელარა გელანტია
17.06.23 11:40
1443
კომპანია „BEKO საქართველო“ წელს სამი ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მეჰმეთ მელექს ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა არ დაუკონკრეტებია.

„BEKO საქართველო“ არასდროს ჩერდება. დიდი გეგმები გვაქვს. წელს, რამდენიმე ქალაქში - ახმეტაში, ზუგდიდსა და გორში გავხსნით ახალ მაღაზიებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - თქვა მან.

გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, “ბეკომ” ქართულ ბაზარზე თურქული საოჯახო ტექსტილის, Ozdilek-ის ბრენდის პროდუქცია შემოიტანა და ოთხი მაღაზიის გახსნას გეგმავენ, თუმცა ამბობს, რომ ყველაზე დიდ გამოწვევას იჯარის გაზრდილი ფასები წარმოადგენს.

„საქართველოში კომერციული ფართის იჯარა ძალიან ძვირია. მართალია, ამის მიზეზი გაზრდილი მოთხოვნაა, მაგრამ იჯარის ფასები მოთხოვნაზე ორჯერ მეტად არის გაძვირებული, ამიტომ სავაჭრო ფართების მფლობელებთან მოლაპარაკებები ძალიან გვიჭირს; თან ჩვენ გრძელვადიან კონტრაქტებს ვაფორმებთ და არა 6-თვიანებს. ვფიქრობ, რომ საკმარისი სავაჭრო ფასები რომ იყოს, იჯარა ასეთი ძვირი არ იქნებოდა“, - აღნიშნა მან.

კომპანია „BEKO საქართველოm“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს კი, „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი, 5 სერვისცენტრი, 800 დასაქმებული და ასობით ათასი მომხმარებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები