საქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 5.3 მილიონი ლარი გამოყო - ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებიდან ხდება ცნობილი.
სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გამოცხადდება გამარტივებული შესყიდვა 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესყიდვის თაობაზე.