მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა - ვალდებულებები

ბათუმი

საქართველოს მთავრობამ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ქობულეთში 500 000 მ³-ის მოცულობის წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა და 12 თვის ვადით მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ 1 აგვისტოთი დათარიღებულ განკარგულებაში ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ვალდებულებებიცაა გაწერილი. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ შავი ზღვის აკვატორიაში მხოლოდ ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით უნდა მოიპოვოს. სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად კონკრეტული კოორდინატები გაიწერა. ამავე დროს, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში ლიცენზიისგან გათავისუფლების გამო სახელმწიფო ბიუჯეტში 121 739 ლარი უნდა გადაიხადოს.

სასარგებლო წიაღისებულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში კი მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობების შესახებ სააგენტოს ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

ამასთან, წიაღისეულის ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული პირობები უნდა შეასრულოს, თუმცა რა პირობები განკარგულებაში დაკონკრეტებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები