მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა - პირობები

ამბასადორი აილენდ ბათუმი

მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან ერთი წლით გაათავისუფლა.

კომპანიამ მოპოვებული ქვიშა-ხრეში მხოლოდ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 566-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში 301 140 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვება ლიცენზიის გარეშე შეეძლება. ამისთვის კი მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. კომპანიამ ერთ თვეში 392 791 ლარი ბიუჯეტში უნდა შეიტანს. ამასთან, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს აჭარ ენერჯის კონკრეტული წერილებით განსაზღვრული პირობები უნდა შეასრულოს. განკარგულებაში არ არის აღნიშნული რა პირობებს მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები.

"ამბასადორი აილენდ ბათუმის" მულტიფუნქციური პროექტი 84 ჰექტარზე ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება. კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც "ქალაქი ქალაქში" პრინციპით იქმნება, თვითკმარ ეკოსისტემას წარმოადგენს, სადაც საქმიანობასთან და განტვირთვასთან დაკავშირებული, საჭიროებების აბსოლუტური უმრავლესობის დაკმაყოფილება, ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. ამასთან, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, იახტ კლუბის მოწყობასაც ითვალისწინებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი," რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპებით განვითარდება.

ამბასადორი აილენდ ბათუმი 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც პროექტის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა.

  • ზღვაში უკვე შევსებულია 48.3 ჰა ფართობი;
  • 26 ჰა ტერიტორია მიღებულია ექსპლუატაციაში;
  • კუნძულის მშენებლობაში ყოველდღიურად 52-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებაა ჩართული;
  • ამბასადორის პირველი თაუერი -დაწყებულია პირველი ულტრათანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მოწყობილია 158-ვე ხიმინჯი.

ამბასადორის კუნძულზე პირველი თაუერის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონია 14 მარტს გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები