მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „არსიანი 21“-ს პირდაპირი მიყიდვით დაბა შუახევში მიწა „ჩიხურისწყალი ჰესის“ აშენების პირობით გადასცა

დაბა შუახევი

საქართველოს მთავრობამ კომპანია „არსიანი 21“-ს შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევში 714 კვ.მ.-ის არასასოფლო-სამეურნეო მიწა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცა. კომპანიამ 8390 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა გადაიხადოს.

საქართველოს მთავრობის 8 დეკემბრით დათარიღებული 2054-ე განკარგულებით, ქონების პრივატიზებისას კომპანიამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. კონკრეტულად კი:

  • 2021 წლის 21 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს არსიანი 21-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული „ჩიხურისწყალი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება
  • ქონების ეროვნულ სააგენტოს ეძლევა უფლება კომპანიას 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცეს შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე დანართით განსაზღვრული უძრავი ქონება. რისთვისაც „არსიანი 21“-მა სახელმწიფოს ყოველწლიურად 4 718 ლარი უნდა გადაუხადოს.

ქონების აღნაგობის უფლებით მიღების პირობადაც კომპანიას ჰესის აშენება აქვს გაწერილი.

ამასთან, კომპანიან დაბა შუახევში კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ისეთი ქმედებები არ უნდა განახორციელოს, რომლებიც შეზღუდავს სახელმწიფოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მიპოვების ლიცენზიის გაცემას.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „არსიანი 21“ 2020 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა. მისი მაჟორიტარი წილის 63%-ის მმართველი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მუხამედ ართმელაძეა, 23%-ს მერაბ მეტრეველი, 7-7%-ებს კი მინური აბულაძე და ზურაბ კეკელიძე ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები