საქართველოს მთავრობამ ახალი სსიპ-ი - კურორტების განვითარების სააგენტო შექმნა. მთავრობის მეთაურის ხელმოწერით შესაბამისი 329-ე დადაგენილება მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოიცა.
ახალი სააგენტოს შექმნის საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 20 ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა.
სამთავრობო დადგენილების მიხედვით, სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ-ის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით განისაზღვრება. ახალი სააგენტოს დირექტორს ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს და სააგენტოს სახელმწიფო კონტროლსაც აღნიშნული უწყება ახორციელებს. დადგენილების აღნიშნული მუხლი ძალაში 15 ივლისიდან შევა.
დადგენილების მეორე მუხლის მიხედვით კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს დებულება უნდა დაამტკიცოს.