მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ აზერბაიჯანულ კომპანია Akkord-თან 55-მილიონიანი სამშენებლო კონტრაქტი გაწყვიტა

616548f74cf6b
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.21 12:36
7846
საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანულ კომპანია Akkord Industry Construction-თან მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25.6-კილომეტრიან მონაკვეთზე გაფორმებული სამშენებლო ხელშეკრულება გაწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით ფინანსდებოდა და მისი ღირებულება 54,566,117 ლარს შეადგენდა.

სამშენებლო კომპანია Akkord-მა მასზე დაკისრებული მოვალეობები 900-დღიან ვადაში ვერ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ მასთან არსებული ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება მიიღო. 

აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია Akkord-ი 2018 წლის აპრილში გამოვლინდა. მაშინ გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის სურვილი სულ 13-მა საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები