"ოცნების" მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა ისევ, ამჯერად 6.1 მლნ ლარით 64.1 მილიონ ლარამდე გაზარდა და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი გააფართოვა.
37 მუნიციპალიტეტისთვის სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ სხვადასხვა თანხა არის გამოყოფილი. ყველაზე მეტი 6.1 მლნ სიღნაღისთვის არის განკუთვნილი, ყველაზე მცირე თანხა 60 ათასი ლარი კი ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის.
განსხვავებული მოცულობის თანხები გაწერილია ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის, ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის, ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრიწყაროს, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტებისთვის.
2025 წლის 12 მარტი განკარგულებით, რომელსაც ხელს "ოცნების" მთავრობის პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, ცვლილება შევიდა 2025 წლის 30 იანვრის 186-ე განკარგულებაში. იანვრის ბოლოსთვის მთავრობამ მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 6 400 000 ლარი გამოყო.