მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "დელტას" გამარტივებული გზით ₾5 მილიონის კონტრაქტების გაფორმებაზე მისცა თანხმობა

დელტა

მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსსტც "დელტას" გამარტივებული გზით 5 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტების გაფორმებაზე მისცა თანხმობა - ამის შესახებ მთავრობის 27 თებერვლის განკარგულებაში არის აღნიშნული. ხელშეკრულებები 2026 წლის განმავლობაში უნდა იყოს ძალაში.

განკარგულებაში არ არის მითითებული თუ რა მომსახურებები და პროდუქცია უნდა შეიძინოს კომპანიამ ამ თანხით. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს არქივის თანახმად, "დელტა" თითქმის ყოველთვის სწორედ გამარტივებული გზით, ტენდერების გარეშე აფორმებს კონტრაქტებს.

გამარტივებულ შესყიდვაზე წინა ნებართვის მიღების განცხადება "დელტამ" სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 16 იანვარს გაუგზავნა, თანხმობა კი 3 თებერვალს მიიღო. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება განცხადების თანახმად 9 მილიონ ლარს შეადგენდა.

შესყიდვების სრული დოკუმენტაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაა, თუმცა ცნობილია ცალკეული შესყიდვები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს CMR პლატფორმაზე არის ატვირთული, მაგალითად GUODUN ARMOR LIMITED-თან გაფორმებული 180,000 და 265,000 დოლარის კონტრაქტები, რომლითაც "დელტა" ტყვიაგაუმტარი ჟილეტებისთვის ტყვიაგაუმტარ მატერიას ყიდულობს.

ასევე 456,000 ევროს კონტრაქტი SSAB EMEA AB-თან ნაგლინი ფოლადის შესაძენად, 213 ათასი დოლარის კონტრაქტი MAGNETEXTILE TEKSTIL SANAYI VE TICARET-თან საფეიქრო მასალების შესაძენად;

139,000 დოლარის კონტრაქტი კომპანია SHANGHAI ANTS MACHINE EQUIPMENT-თან, ასევე 127,000 დოლარის კონტრაქტი DBL DESIGN-თან საბურავების ცენტრალური დაბერვის სისტემის შესაძენად;

ასევე 1.18 მილიონი ლარის კონტრაქტი "ბორუსან მაკინას" წარმომადგენლობასთან საქართველოში ექსკავატორებისა და ბულდოზერების შესყიდვაზე;

ასევე 175,000 ლარის და 312,000 ლარის კონტრაქტი შპს "ჯორჯიან აუდიტ ჯგუფთან" ლაქ-საღებავების შესყიდვაზე;

ასევე 372,000 ლარის კონტრაქტი HANSA-FLEX-თან ჰიდრავლიკური ძრავების სესაძენად და სხვა კონტრაქტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები