მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ Demaclenko-ს ₾90-მლნ-ის წინადადება დაიწუნა და ბაკურიანის გათოვლიანებისთვის Technoalpin-ს ₾100 მლნ-ს გადაუხდის

6291f152029de
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.22 13:51
1316
ბაკურიანმა 2023 წლის თებერვალში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს მთავრობა ადგგილზე მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს, რისთვისაც ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ხელოვნური გათოვლიანებაა. გათოვლიანების პროექტისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომპანია MTA-მ აპრილში 137,828,652 ლარის ღირებულების სავარაუდო ფასით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც საკუთარი წინადადებები ორმა საერთაშორისო კომპანიამ „TechnoAlpin“-მა და „DemacLenko“-მ წარადგინეს. „TechnoAlpin”-ის შეთავაზება იყო 137,798,395 ლარი, „DemacLenko”-ს კი 91,939,038 ლარი. ანუ წარდგენილ წინადადებებს შორის სხვაობა 45,859,357 ლარი იყო. ამჟამად ეს ტენდერი ერთ-ერთ სადავო შესყიდვად იქცა, რადგანაც მასში მონაწილე კომპანია სავარაუდო კორუფციის ფაქტის შესახებ საუბრობს. 

როგორც წესი ტენდერში გამარჯვებულია კომპანია, რომელიც სახელმწიფოს პროექტის განხორციელებას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. თუმცა, ამ შემთხვევაში შესყიდვის პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ტენდერის შესახებ bm.ge-იმ სტატია თავდაპირველად 11 მაისს გამოაქვეყნა. 16 მაისს კი ეკონომიკის მინისტრმა მინისტრა ლევან დავითაშვილმა, განაცხადა, რომ გამარჯვებული გამოვლენილი ჯერ არ იყო და კომუნიკაცია საბოლოო კონტრაქტის შესახებ გრძელდებოდა. 17 მაისს MTA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროექტი 99,900,000 ლარი დაჯდებოდა. უწყებამ ტენდერში გამარჯვებულად TechnoAlpin-ი დაასახელა.

20 მაისს კი საკითხზე პირველი განცხადება გაავრცელა კომპანია Demaclenko-მ რომელიც LEITHER HTI ჯგუფის წევრია და მიუთითა, რომ ტენდერში არსებული სავარაუდო დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიემართა. Demaclenko აღნიშნავდა, რომ გამარჯვებულის გამოვლენა კორუფციული რისკებით წარიმართა, რადგანაც სატენდერო პირობები ერთ მიმწოდებელზე იყო მორგებული. ამასთანავე, კომპანიამ მზაობა გამოთქვა კიდევ უფრო მეტად - 2 მილიონი ლარით შეემცირებინა საკუთარი წინადადება და პროექტი 90 მილიონ ლარად განეხორციელებინა.

თუმცა, თავად MTA აღნიშნავს, რომ Demaclenko-მ მის მიერ დაფიქსირებული ფასის მიუხედავად, ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ამიტომაც კონტრაქტს 100 მილიონ ლარად TechnoAlpin-თან გააფორმებენ. შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე უკვე დარეგისტრირდა. მასში ვკითხილობთ:

MTA-ს გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორმა კომპანიამ „DemacLenko“-მ და „TechnoAlpin“-მა. კომპანია „Sufag“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია არ მონაწილეობდა ბაზრის კვლევის ბოლო ეტაპზე და არ წამოუდგენია შეთავაზება. კომპანია „Demaclenko“-ს მიერ შემოთავაზებული ფასი შეადგენდა 91,939,038.00 ლარს, ხოლო „TechnoAlpin“–ის მიერ 137,798,395.00 ლარს.

შპს „ემ თი ეის“ მხრიდან მოხდა ორივე კომპანიის მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვის და მოთხოვნების შესაბამისად მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზი. კომპანია „Demaclenko“-ს მიერ წარმოდგენილი ფასი 45,859,357.00 მილიონი ლარით ნაკლები იყო კომპანია „TechnoAlpin“-თან შედარებით. კომპანია „დემაკლენკომ“ ასევე, ოფიციალურ წერილში აღნიშნა, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მნიშნველოვანი ფასდაკლება, მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დახმარებას მთის კურორტების განვითარების მიმართულებით. შემოთავაზების მიუხედავად, კომპანია ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კერძოდ: საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიის ფინანსური ბრუნვები, ხელოვნური გათოვლიანების მიმართულებით. მოწოდებულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილია „HTI” ჯგუფის ფინანსური ბრუნვები, რომლის წევრები არიან როგორც ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მწარმოებელი კომპანია „Demaclenko”, ასევე საბაგიროსა და თოვლატკეპნი ტექნიკის სხვადასხვა კომპანიები. შესაბამისად, ჯგუფის მთავარ საქმიანობას არ წარმოადგენს მხოლოდ ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მიმართულება. შესყიდვის მთავარი ობიექტი კი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმოება/მონტაჟია. სწორედ ამიტომ, მნიშნვლოვანია ფინანსური ბრუნვები შეესაბამებოდეს მოთხოვნილ კრიტერიუმს, რომელიც ამავდროულად განსაზღვრავს კომპანიის გამოცდილებას კონკრეტული მიმართულებით. კომპანია “Demaclenko“-ს მიემართა თხოვნით, დამატებით წარმოედგინა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმოება/მონტაჟის ფინანსური ბრუნვის დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნებოდა ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების ბრუნვებისგან. კომპანიამ უარი განაცხადა ფინანსური ბრუნვის გამიჯვნაზე, რაც ახსნა იმით რომ, მათი მხრიდან მსგავსი დოკუმენტაციის მოწოდება შეუძლებელი იქნებოდა, გათოვლიანების სისტემების კომპლექსური დიზაინისა და ჯგუფში შემავალი კომპანიების ურთიერთდაკავშირებული წარმოების სამუშაოების გამო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნის მიხედვით კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 5 წლის განმავლობაში ხუთი საჯარო/სახელმწიფო კოპანიასთან განხორციელებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმოება/მონტაჟის პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც იქნებოდა არანაკლებ 60 მილიონი ლარისა. კომპანია „DemacLeko“-მ ვერ წარმოადგინა კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია და წერილობით განმარტავდა რომ „HTI“ ჯგუფი აკმაყოფილებდა აღნიშნულ კრიტერიუმს. „ემ-თი-ეის“ მხრიდან დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია „Demaclenko”-მ გამოაგზავნა დოკუმენტაცია, რომელიც ვერ პასუხობდა აღნიშნული კრიტერიუმს.

საკვალიფიკაციო დოკუმენტში მოთხოვნილი ოთხი სერთიფიკატიდან (ISO9001; ISO14001; ISO3834-2; ISO45501) კომპანია „Demaclenko“-მ წარმოადგინა მხოლოდ ერთი, ISO9001. დანარჩენი სერთიფიკატები წარმოადგინა ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიის, კერძოდ კი საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „LEITHER AG”-ის, რომელიც არ უზრუნველყობს გათოვლიანების სისტემის წამოება/მონტაჟის მიმართულებას. აღნიშნული, ეწინააღმდეგება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მკაფიოდ ასახავს, რომ კომპანია „Demaclenko“-ს არ აქვს დანერგილი ISO მართვის სისტემები სრულად. ასევე აღსანიშნავია, რომ ბაზრის კვლევის ბაზრის კვლევის შედეგების გამოცხადებამდე, 2022 წლის 17 მაისს, „ემ თი ეიმ“ ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანია „TechnoAlpin“-ისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელიც ეხებოდა ახალ შეთავაზებას. კომპანიამ განსაზღვრა ახალი ფასი - 99,999,000.00 ლარი (დღგ-ს ჩათლით). წერილში აღნიშნა, რომ გათოვლიანების სისტემის პროექტს დაასრულებდა 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე. ასევე, განსაკუთრებული გარანტიიით ისარგებლებდა შემსყიდველი. აღნიშნული, შეთავაზება არის ფასდაკლება, რომელიც ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს შეუფერხებლად, მაღალი ხარისხის გათოვლიანების სისტემით. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კომპანია “Technoalpin”-მა განახორციელა ხელოვნური გათოვლიანების სისტემების წარმოება/მონტაჟი სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებმაც ბოლოს 10 წლის განმავლობაში უმსაპინძლეს მრავალი მაღალი რანგის საერთაშორისო ჩემპიონატებს, კერძოდ: მსოფლიო ჩემპიონატი - იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და ფინეთში; მსოფლიო თასებიიტალიაში, შვეიცარიაში, ბულგარეთსა და გერმანიაში; ზამთრის ოლიმპიური თამაშები - ჩინეთში, კორეასა და რუსეთში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა ჩინეთში, კერძოდ შანხაიში, სადაც კომპანია „Technoalpin”-მა 100%-ით განახორციელა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმოება/მონტაჟის სამუშაოები.

ბაზრის კვლევის კომისიამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ, 17 მაისს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ უპირატესობა მიენიჭებინა კომპანია „TechnoAlpin“-ისთვის, ვინაიდან იგი აკმაყოფილებს ყველა საკვალიფიკაციო და ტექნიკურ მოთხოვნებს. მათ შორის, კომპანიაში დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO სერთიფიკატის ყველა სტანდარტი. ამავდროულად, პროექტის მნიშნველობიდან გამომდინარე, პრეტენდენტების მხრიდან საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო მთავარი კრიტერიუმი, იმისათვის რომ მსოფლიო ჩემპიონატის შეუფერხებელ და მაღალ დონეზე ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მიადგება, როგორც რეპუტაციული, ისე ფინანსური ზიანი.

ამავდროულად, გათვალისწინებული იყო, კომპანიის მიერ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებზე განხორციელებული ხელოვნური გათოვლიანების წარმოება/მონტაჟის მიმართულებით. აღნიშნულმა კომპანიამ სრულად წარმოადგინა, როგორც ფინანსური ბრუნვის მაჩვენებლები, ასევე, საჯარო/სახელმწიფო კომპანიებთან განხორციელებული პროექტები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მიმართულებით.

გათვალისწინებული იქნა მათ მიერ შემოთავაზებული განსაკუთრებული გარანტია და პროექტის დასრულების უმოკლესი ვადები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შესყიდვის მთავარი ობიექტი არის უშუალოდ გათოვლიანების სისტემა და ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს სხვა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, შერჩეული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მიუთითებს, როგორც ფინანსურ სტაბილურობაზე, ასევე გარანტიაზე, რომ პროექტის დაწყება და დასრულება მოხდება შეუფერხებელ ვადებში.

დამატებით გაცნონებთ რომ, შედეგების გამოცხადების შემდგომ, 2022 წლის 23 მაისს კომპანია „Demacleko”-მ, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა ბაზრის კვლევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ოფიციალურად, წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას და მთის ტრასების სააგენტოს. წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია, პროექტის მნიშნვნელობიდან გამომდინარე მხარს უჭერს საქართველოს და მზაობას აცხადებენ პროექტის ღირებულება შემციროს 89,999,000.00 ლარამდე, რომელიც 1,940,038.00 ლარით ნაკლებია თავდაპირელ ფასთან მიმართებაში,”- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები