საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 10-წლიანი ვადიანობის 100 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა.
"2022 წლის 20 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 248 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.850 პროცენტით, მაქსიმალური 8.960 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.929 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში." - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.