მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ დიდთოვლობასთან ბრძოლაში ჩართულ საჯარო მოსამსახურეებს ₾3.1 მილიონის ჯილდო/დანამატი გამოუყო

დიდთოვლობა

მთავრობამ დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ საჯარო მოსამსახურეებს ჯილდო/დანამატის სახით ₾3.1 მილიონი გამოუყო.

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, თანხა ასე გადანაწილდა:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 892 445 ლარი;
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 697 226 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო - 585 770 ლარი;
  • რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 113 563 ლარი;
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 79 409 ლარი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 253 372 ლარი;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 96 623 ლარი;
  • ვანის მუნიციპალიტეტი - 95 000 ლარი;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 77 037 ლარი;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 53 550 ლარი;
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი - 45 573 ლარი;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 40 158 ლარი;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი - 37 000 ლარი;
  • ხონის მუნიციპალიტეტი - 18 668 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები