მთავრობამ კომპანია „გრინ ენერჯი პროს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტსა და დაბა ბაკურინში 5 319 კვ.მ.-ის ფართობის 6 მიწის ნაკვეთი 49 წლით აღნაგობის უფლებით გადასცა.
2 318-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ყოველწლიურად მიწის სარგებლობისთვის 8 733 ლარი უნდა გადაიხადოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგური უნდა ააშენოს.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „გრინ ენერჯი პრო“ 2022 წელსაა დაფუძნებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი ავთანდილ ხუციშვილია. ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანიას 4 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან ერთი წაგებულია, სამი კი მიმდინარე.
























