მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ გუდაურში საბაგიროების ასაშენებლად Doppelmayr-თან 66-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

64c0f5fec4532
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.23 12:00
1359

გუდაურში ორი ახალი საბაგირო გზა აშენდება - ამის შესახებ ავსტრიულ კომპანია Doppelmayr-თან გაფორმებული კონტრაქტებიდან ირკვევა. პროექტი კურორტის ტურისტული მიმზიდველობის გასაზრდელად ხორციელდება და მის შედეგად, სათხილამურო ტრასების გამტარიანობა საათში 1,800 მოთხილამურით გაიზრდება. 

დამკვეთი  ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA-ია, რომელმაც Doppelmayr-თან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. 

პირველი საბაგიროს მშენებლობა 33,951,900 ლარი დაჯდება, ხოლო მეორეს ღირებულება 32,481,300 ლარია.

გუდაურში ამჟამად გონდოლას ტიპის მხოლოდ ერთი საბაგირო ფუნქციონირებს, რომელიც MTA-ს განმარტებით, ზამთრის სეზონზე მუდმივად გადატვირთულია და მოთხოვნას ვერ პასუხობს. 

"ვარცლას მთაზე სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტ გუდაურში სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებას, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და შესაბამისად, კურორტის პოპულარობის გაზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. 

ვიზიტორთა მზარდი ოდენობის და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალ გუდაურში მოეწყოს სავარძლის ტიპის საბაგირო გზები.

კომპანიის მიერ, შემუშავდა ტექნიკური დავალება და განისაზღვრა ის კრიტერიუმები და მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს 2 (ორი) საბაგირო გზის მოწყობა დაახლოებით 1249 და 1369 მეტრი სიგრძის, რომელიც დაიწყება ახალი გუდაურიდან და დასრულდება კუდების წინა ფერდზე, 6 ადგილიანი ფარიანი („ბაბლიანი“) საბაგიროებით, გამტარუნარიანობით არანაკლებ 1800 კაცი საათში,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები