მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ, გურჯაანში ღვინის ლაბორატორიისთვის, სახელმწიფო შპს ₾900 ათასით დაასუბსიდირა

გურჯაანი

მთავრობამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია“ გურჯაანში, ფილიალის მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 900 000 ლარით დაასუბსიდირა.

2035-ე განკარგულების მიხედვით, ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო კომპანიისთვის სუბსიდიის გამოყოფა „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვის“ ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დაავალა.

„ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიამ“ ფილიალი გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე არსებული შენობის მეორე სართულზე უნდა მოაწყოს.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს, ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გაიხსნა. საწყის ეტაპზე, ოფისში რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. სამომავლოდ, შენობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიისა და შპს „ღვინის ლაბორატორიის“ კახეთის ფილიალები განთავსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები