მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ინტელექტუალური საკუთრების დაპატენტება/რეგისტრაციის 4 ახალი საფასური დაადგინა

ინტელექტუალური საკუთრება

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ცვლილებით დადგინდება იმ ქმედებების საფასური, რომელიც ემატება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.

"ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს სასაქონლო ნიშნის იმ განაცხადებზე, რომლებზეც სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ საქმისწარმოება დაიწყო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან. განაცხადებზე, რომლებზეც „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიმდინარეობს საქმისწარმოება, მოწმობის გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ შეტანის დროს", - წერია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი დადგენილების ცვლილების პროექტი არ შეეხება იმ საფასურებს, რომლებიც უკვე დადგენილია სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით.

დამატებითი პუნქტები და საფასურები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • სასაქონლო ნიშნის განაცხადის გაყოფა ორ ან ორზე მეტ განაცხადად ან სხვადასხვა საქონლისათვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის გაერთიანება;
  • რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაყოფა, თითოეულ გამოყოფილ სასაქონლო ნიშანზე;
  • რეგისტრაციის შემდგომ დაყოფილი სასაქონლო ნიშნების ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანება;
  • სასაქონლო ნიშნის საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება საქონლის ყოველ ერთ კლასზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები