მთავრობის 26 მარტის 413 განკარგულების მიხედვით, გიორგი ზურაბაშვილის ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენისა და საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 თებერვლის №227 განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, რომ მთავრობამ პრეზიდენტს მისწერა, რათა 10 აპრილიდან ზურაბიშვილი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა, თუმცა, პრემიერი წერს, რომ ახალი განკარგულებით მიმართვა ძალადაკარგულად ცხადდება.
გიორგი ზურაბიშვილი ირლანდიაში საქართველოს საელჩოში 2014 წლიდან მუშაობს. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას კი, 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს. ასევე, ის არის საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულიც.