საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გაიზარდა. კერძოდ, 8 მაისის განკარგულებით იგეგმებოდა 8,081,647 ლარის უზრუნველყოფა, ხოლო 18 მაისის განკარგულებით ეს თანხა 8 954 107 ლარამდე გაიზარდა.
მათ შორის:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის - 2 422 778 ლარი
- კულტურის სამინისტროსთვის - 2 მლნ ლარი
- რეგიონი განვითარების სამინისტროსთვის - 895 177 ლარი
- ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის - 695 259 ლარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის - 692 555 ლარი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის - 660 220 ლარი
- იუსტიციის სამინისტროსთვის - 470 000 ლარი
- ჯანდაცვის სამინისტროსთვის - 315 835 ლარი
- განათლების სამინისტროსთვის - 443 328 ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 358 955 ლარი
წინა განკარგულებისგან განსხვავებით, უწყებების სიას დაემატა განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.




























