ითხვისში, ანთროპოგენური პროცესის შედეგად დაზარალებულ 7 ოჯახს მთავრობამ 210 000 ლარი გამოუყო, ანუ თითოეულ ოჯახს 30 000 ლარი - ამის შესახებ პრემიერის განკარგულებით ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, კომპენსაციის მიღების შემდეგ, მოქალაქეები კარგავენ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და თანხმდებიან რომ აღარ მოითხოვენ სახელმწიფოსგან დამატებით დახმარება/კომპენსაციას. თანხის გაცემა და ოჯახების დაკმაყოფილება ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში 2022 წელს მიწა ჩაიქცა და საცხოვრებელი სახლები ჩაიყოლა. 2022 წლის დეკემბერში ამ სტიქიის მიზეზების დამდგენი კომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. კომისიის დასკვნას ითხვისელები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ეთანხმებოდნენ, რადგან მიიჩნევენ რომ ნგრევა ანთროპოგენურ პროცესს არ გამოუწვევია და პრობლემა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გატარებული სამუშაოებია.
bm.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, სულ რამდენი ადამიანი ითხოვდა საცხოვრისს, ან რამდენად საკმარისია ახალი სახლის შესაძენად 30 000 ლარი თუმცა, მუნიციპალიტეტში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.