მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "ივიკო 2000"-ს ზუგდიდში 770 450 მ²-ის მიწის ნაკვეთები პირდაპირი ფორმით ₾1.4 მილიონად მიჰყიდა

მიწა

საქართველოს მთავრობამ ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში 8 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით კომპანია „ივიკო 2000“-ს გადასცა.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ ჯამში 770 450 კვ.მ.-ის ფართობის სასოფლო მიწაში 2 წლის ვადაში 1 451 550 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამასთან, კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე უძრავ ქონებაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადმოსული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, თუმცა განკარგულებაში ეს ვალდებულებები დაკონკრეტებული არ არის.

სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ივიკო 2000“ დაფუძნებულია 2000 წელს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი კობა მენთეშაშვილია, დირექტორი კი ოთარ ქურდიანია. კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები