მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „ჯორჯიან ბილდინგ გროუფს“ მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის მოცულობები გაუზარდა

GBG

მთავრობამ „ჯორჯიან ბილდინგ გროუფს“ მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის ოდენობები გაუზარდა.

ირაკლი კობახიძის 700-ე განკარგულებით მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე, კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე ქსანზე კომპანიაზე გაცემულ ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობა გაიცა.

„სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებელი ოდენობა, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (2026 წლის 15 დეკემბრამდე), განსაზღვროს ჯამში 30 045 კუბური მეტრით“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ამასთან, კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ მოცულობებზე ბიუჯეტში 43 108 ლარი უნდა გადაიხადოს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ“ 2005 წელს არის რეგისტრირებული. მის 60%-ს შპს გლობალ ინვესტი, ხოლო 40%-ს გიორგი ჟორდანია მართავს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით: “GBG უმაღლესი ხარისხის ქართულ ცემენტსა და ბეტონს 2005 წლიდან აწარმოებს“. დღეისათვის, საწარმოში 145 ადამიანია დასაქმებული. ქარხნები კი ავჭალაში, მუხრანში და კახეთის გზატკეცილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები