მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვისთვის სარეზერვო ფონდიდან ₾5.6 მილიონი გამოყო

პატრიარქის დაკრძალვა
01.04.26 11:32
1070

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 22 მარტს დაკრძალეს. დღეს გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება, რომლიდანაც ირკვევა, რომ სარეზერვო ფონდიდან დაკრძალვის ორგანიზებისთვის ფინანსთა სამინისტრომ 5,588,006 ლარი გამოყო. აღნიშნული განკარგულება 20 მარტით თარიღდება და მის ფარგლებში ასიგნებები რამდენიმე უწყებაზე განაწილდა.

ყველაზე დიდი თანხა, 3 მილიონი ლარი კულტურის სამინისტროს გამოეყო, 1.1 მილიონი ლარი რეგიონული განვითარების სამინისტროს, 850 ათასი ლარი კი თბილისის მერიას.

უფრო დეტალურად, თანხა ასე განაწილდა:

  • 3 000 000 ლარი – კულტურის სამინისტროსთვის;
  • 1 174 506 ლარი – რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის;
  • 850 000 ლარი – თბილისის მერიისთვის;
  • 280 000 ლარი – ეკონომიკის სამინისტროსთვის, „საქართველოს რკინიგზისთვის“ გადასაცემად;
  • 158 500 ლარი – საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის;
  • 125 000 ლარი – მთავრობის ადმინისტრაციისთვის.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები