მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ კომუნიკაციების კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციებზე წარდგენილი ხუთივე კანდიდატი დაიწუნა

5df9dac126ff1
ინგა მურუსიძე
18.12.19 11:54
1628
საქართველოს მთავრობამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად წარდგენილი ხუთივე კანდიდატურა დაიწუნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა და 5-მა პირმა წარადგინა კანდიდატურა, თუმცა საკონკურსო კომისია კანდიდატურების წარდგენის პროცესში განხილავდა და გადაწყდა, რომ პრეზიდენტს არც ერთი კანდიდატურა არ წარედგინება.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა.

შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკურსის მონაწილე არც ერთ კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანდიდატთა შესარჩევ სამთავრობო კომისიაში შედიან - ნათია მეზვრიშვილი  - კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ფრანგულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები