მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ KTW-ს საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადა გაუხანგრძლივა - განკარგულება

ზურაბ ჩხაიძე

მთავრობის 26 დეკემბრის განკარგულებით, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კ.მ-ზე ნაყიდი სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულებაში, რომლის საფუძველზეც KTW-მ 1929 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე ნაგებობები 6 500 ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეიძინა, ჩადებული იყო პირობა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულებულიყო ტურისტული მომსახურების კომპლექსის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირება დაეწყო, რისთვისაც KTW-ს მინიმუმ 1 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა კომპანიამ ვადები დაარღვია. განახლებული პირობებით კი KTW-ს კომპლექსის მშენებლობის დასრულებისა და ამუშავებისთვის ვადა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს, რისთვისაც მინიმუმ 1 150 000 ლარი უნდა დახარჯოს.

ამასთან, კომპანია ვალდებულია, საპრივატიზებო პირობების შესრულების და თავდაპირველი შეთანხმების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისთვის, წარადგინოს 115 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

KTW-მ საპრივატიზებო პირობის შეცვლისთვის, კანონის შესაბამისად განსაზღვრული საფასური, 10 960 ლარიც უნდა გადაიხადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები