მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ მარტვილში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისთვის, 14-მილიონიანი, ტენდერი გამოაცხადა

631b09b2b9b3b
BM.GE
09.09.22 21:00
594
ქალაქ მარტვიშლი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. განაცხადის თანახმად, პროექტის მშენებლობა 14 მილიონი ლარი დაჯდება და ის ქალაქ მარტვილის 8,000 მაცხოვრებელს მოემსახურება.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვა როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის ფაზებს მოიცავს. დაინტერესებულმა პირებმა, კი ახალი ნაგებობის თავიანთი პროექტები და ასევე მათი მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინონ.

რაც შეეხება საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადას, ექსპერტიზის ჩათვლით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს რვა თვეა. 

"მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ ერთი წლიანი საგარანტიო ვადა ვრცელდება. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის 10.1. პუნქტში ატვირთული დანართი №5-ის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ,”- ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რომელიც საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები