მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებისთვის ₾250 000 დახარჯა

ოლიმპიელები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებისთვის 250 000 ლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართველი ოლიმპიელებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 250 000 ლარი გამოეყოს. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა. პარიზში საქართველოს ღირსებას ათ სპორტის სახეობაში 28 სპორტსმენი იცავდა.

მთავრობა ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები