მთავრობის 19 დეკემბრის განკარგულებით, რაჭაში ონის მუნიციპალიტეტში 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს ტყის სტატუსი შეუწყვიტა. მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არაა თუ უშუალოდ რომელ საკადასტრო კოდს შეეხება სტატუსის ცვლილება.
„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N9496 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-22 მუხლის პირველი პუნქტის ,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ონის სატყეო უბანში მდებარე საერთო ფართობით 3,712,428 კვ/მ ტერიტორიას შეუწყდეს სახელმწიფო ტყის სტატუსი,"- ნათქვამია განკარგულების ტექსტში.
BMG გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების შესახებ კითხვით მიმართავს.




























