მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ „რუსთავის აზოტს“ მიწის 7 ნაკვეთი 15 840 ლარად მიჰყიდა - რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

საწარმო

საქართველოს მთავრობამ „რუსთავის აზოტს“ რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიწის 7 ნაკვეთი 15 840 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადასცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 2 დეკემბრით თარიღდება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსთავის აზოტს 49 წლით გარდაბნის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში 17 მცირე მიწის ნაკვეთები აღნაგობის უფლებით გადაეცემა, რისთვისაც კომპანიამ ყოველწლიურად 2 660 ლარი უნდა გადაიხადოს.

გარდაბნის სოფელ ახალ სამგორსა და რუსთავში მდებარე მიწის 7 ნაკვეთის საერთო ფართობი 528 მ²-ია, რომლის საპრივატიზაციო თანხა - 15 840 ლარი „რუსთავის აზოტმა“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაფაროს.

კომპანიამ მიწის ნაკვეთები საკუთრებასა და აღნაგობის უფლებით, გარკვეული ვალდებულებებით უნდა მიიღოს. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში ამ მიწის ნაკვეთებზე „რუსთავის აზოტმა“ 110 კვტ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი უნდა განათავსოს. ამასთან ამ პირობის შესრულებაა საჭირო იმისთვის, რომ განკარგულების #2 დანართში აღნიშნული 17 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით მიიღოს. ამ ქონებების საერთო ფართობი 1 636 მ²-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები