მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ რუსთავის მერიას უცხოური გრანტის მიღების უფლება მისცა - დეტალები

რუსთავი

"ოცნების" მთავრობამ რუსთავის მერიას უცხოური გრანტის მიღების უფლება მისცა. შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 29 იანვრით თარიღდება.

საუბარია 31 868 ლარის ოდენობის უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისგან - „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოსგან“ გრანტის მიღებაზე.

გრანტის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესება“.

ცნობისთვის, „გრანტების შესახებ კანონის“ თანახმად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აკრძალულია. კერძოდ, გრანტის გამცემმა მთავრობისგან უნდა მოიპოვოს თანხმობა, რათა საქართველოში მოქმედმა ორგანიზაციამ, დაწესებულებამ გრანტი გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები