მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

ქონება
29.10.26 18:43
• 145

მთავრობამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში სახელმწიფო ქონება იჯარით კომპანია „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლის ნოემბრამდე გადასცა.

2 495-ე განკარგულების მიხედვით, „გურამიშვილის მარანმა“, რომელსაც KTW-ს მფლობელი ზურაბ ჩხაიძე ფლობს, სახელმწიფოს იჯარის სახით ყოველწლიურად 11 556 ლარი უნდა გადაუხადოს.

კომპანიას იჯარით 3 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. მიწის საერთო ფართობი 3 000 კვ.მ.-ს აღემატება.

„გურამიშვილის მარანმა“ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება უნდა გააფორმოს იმ ქონებაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 [პუნქტის შესაბამისად], №72.06.09.064.601 და №72.06.09.064.067 [(უძრავი ქონების)] საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის განსაზღვრული შესაბამისი თანხის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში“ - ნათქვამია განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები