მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ საპატრიარქოს მცხეთასა და ლანჩხუთში ქონება გადასცა - დეტალები

განცხადევა

საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მცხეთასა და ლანჩხუთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადასცა. შესაბამის განკარგულებებს ხელი "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 20 იანვარს მოაწერა.

გადაწყვეტილებების დეტალები ასეთია:

5 486 კვ.მ მიწა ცხვარიჭამიაში 49 წლით

მთავრობის N115 განკარგულების თანახმად, საპატრიარქოს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე 5 486 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქონება გადაცემულია უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წელი.

ლანჩხუთის ქონება 1 ლარად საკუთრებაში

N116 განკარგულებით, მთავრობამ ეკლესიას საკუთრებაში გადასცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე აქტივები. საუბარია სოფელ ხაჯალიასა და ნიგვზიანის მიმდებარედ არსებულ 443.00 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 1 შენობა-ნაგებობაზე. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება სიმბოლურ 1 ლარად.

ორივე განკარგულებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები