მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ საპატრიარქოს ქარელში შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

ქარელში მიწა

მთავრობის განკარგულებით, ქარელში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა.

დოკუმენტის თანახმად, საპატრიარქოს საკუთრებაში გადადის ქალაქ ქარელში, ვარძელაშვილის ქუჩა №155-ში მდებარე 5 533 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მასთან ერთად, ეკლესიას გადაეცემა ამავე ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები რომელთა საერთო ფართობი 924.91 კვ/მ-ს შეადგენს.

გამოცემული განკარგულების მიხედვით, ქონების გადაცემისთვის დაწესებულია კონკრეტული პირობები:

უძრავი ქონების საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა სიმბოლური 1 ლარით;

აღნიშნული თანხის გადახდა საპატრიარქომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

ამავე განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ხელშეკრულების გასაფორმებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები