საქართველოს მთავრობამ თბილისში, მარუაშვილის ქუჩა #50-ში მდებარე 472 მ²-ის მიწის ფართობი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 31 ივლისითაა დათარიღებული.
საპრივატიზაციო თანხა საპატრიარქომ 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.