საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს მიწის სამი ნაკვეთი გადასცა. აქედან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ორ ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვით 1 ლარად, ხოლო ერთს უსასყიდლოდ – 99 წლით მიიღებს.
საუბარია მცხეთაში, თბილისსა და გორში არსებულ სახელმწიფო ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებაზე.
მთავრობის განკარგულებების მიხედვით, საპატრიარქომ ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს:
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5670კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1 ლარად;
თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ. N41ა-ში მდებარე 1004კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები: N1, N2, N3 – 1 ლარად;
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულში მდებარე 215389კმ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი – უსასყიდლო უზუფრუქტის (უფლება სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება) 99 წლის ვადით.