მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სარეცხი მანქანების ენერგოეტიკეტირების წესი დაამტკიცა

სარეცხი მანქანა

საქართველოს მთავრობამ სარეცხი მანქანების ენერგოეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და ის ქვეყანაში რეალიზაციისთვის განკუთვნილი სარეცხი მანქანების და სარეცხი-საშრობი მანქანების ეტიკეტირების წესებს შეეხება. აღნიშნული წესები იქნება ევროკავშირში მოქმედი ეტიკეტირების წესის ანალოგიური.

ახალი წესი 2025 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა 48-გვერდიანი ტექნიკური რეგლამენტი, რეგლამენტის თანახმად ეტიკეტზე შემდეგი ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი:

I. QR კოდი;
II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;
III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;
IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა;
V. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის შესაბამისად;
VI. შეწონილი ენერგომოხმარება ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;
VII. გათვლილი ტევადობა, კილოგრამში, ეკო 40-60 პროგრამისთვის;
VIII. შეწონილი წყლის მოხმარება თითოეულ ციკლზე ლიტრში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე III დანართის შესაბამისად;
IX. ეკო 40-60 პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილი ტევადობით სთ:წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე;
X. გაწურვა-გაშრობის ეფექტურობის კლასი, განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად;
XI. გაწურვის ფაზის აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
XII. რეგლამენტის ნომერი ‘#’.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ გასულ წელს 41.6 მილიონი დოლარის ღირებულების 189 ათასი სარეცხი მანქანა შეიძინა. იმპორტის ნახევარი ჩინეთიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა $9 მილიონით თურქეთი, მესამეზე პოლონეთი $5 მილიონის იმპორტით, მეოთხეზე კი UAE $4 მილიონის იმპორტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები