მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შვეიცარიულ Novartis-თან 35-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა

novartis ნოვარტისი

ჯანდაცვის სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, შვეიცარულ ფარმაცევტულ კომპანია Novartis-თან 35 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღებს 8 დასახელების მედიკამენტს - „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.

"მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.

„ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც, ჯანდაცვის სამინისტრო, ინოვაციურ მედიკამენტებს, პირდაპირი წესით შეისყიდის,"- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თითქმის ორჯერ უფრო მსხვილია და 75 მილიონ ლარს შეადგენს ასევე შვეიცარულ Roche-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები