მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სოცდაუცველებისთვის 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა - ჯანდაცვის სამინისტრო

ბარლაკალია
20.12.23 20:42
163

საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 33 000 ადამიანია დასაქმებული, პარალელურად, ღია შრომის ბაზარზე, კიდევ 19 000 სოციალურად დაუცველი პირი დავასაქმეთ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თამარ ბარკალაიას თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, დასაქმების სააგენტომ, ღია შრომის ბაზარზე კიდევ 19 000 სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმა.

„საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი უმუშევრობიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებისაკენ ხიდის როლის შესრულებაა. ამ ეტაპზე, დასაქმების პროგრამაში, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველებთან და სხვა დასაქმების მაძიებლებთან, იმისათვის, რომ მათ ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები შესთავაზოს.

აქაც მზარდი ტენდენცია გვაქვს - შარშან, სააგენტოს მხარდაჭერით, დავასაქმეთ, 12 000 ადამიანი და აქედან, 8 000 იყო სოციალურად დაუცველი პირი. წელს, დაახლოებით, 14 000-მდე ადამიანია, წლის განმავლობაში და აქედან, 11 000 სწორედ სოციალურად დაუცველია. ანუ იზრდება მათი მხრიდან, ნდობა და მომართვიანობა.

პარალელურად, დასაქმების სააგენტო, მეტი ვაკანსიის მოზიდვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს დამსაქმებლებთან და ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტოში, 12 000-მდე ღია ვაკანსიაა. ამ ვაკანსიებს ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, მხარდაჭერის სხვა სერვისებთან ერთად, როგორებიცაა: მოკლევადიანი მომზადება - გადამზადება, პროფესიული კონსულტაცია, კარიერის დაგეგმვა და ა.შ.“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 2024 წელს 103 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ ფინანსთა სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე 97 მილიონი ლარი იხარჯება, შესაბამისად, მომდევნო წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით გაიზრდება. ანუ, საარჩევნო წელს სოციალურად დაუცველები საჯარო სამსახურის სერვისების შესრულებისთვის გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები