მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი ₾51.7 მლნ-მდე გაზარდა

სტიქია ქვის ცვენა გზის გაწმენდა

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 1 914 000 ლარი გამოყო. შედეგად თანხის მოცულობა 51 729 650 ლარამდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 1847-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტი 9 მუნიციპალიტეტს გაეზარდა. ამასთან, დამატებით თანხები 3 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.

14 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 8-ჯერ დაკორექტირდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გამოყოფილი 51,729,650 ლარი ჯამში 34 მუნიციპალიტეტზე ნაწილდება

იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელთაც დაფინანსება/ბიუჯეტიც გაეზარდათ ასეთია:

    • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 50,000 ლარით (სულ ₾6.85 მლნ ნაცვლად ₾6.8 მლნ-ისა).
    • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 50,000 ლარით (სულ ₾4.85 მლნ ნაცვლად ₾4.8 მლნ-ისა).
    • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 15,950 ლარით (სულ ₾2,415,950 ნაცვლად ₾2.4 მლნ-ისა).
    • ქუთაისის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 3,300 ლარით (სულ ₾1,303,300 ნაცვლად ₾1.3 მლნ-ისა).
    • ჭიათურის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 120,000 ლარით (სულ ₾572,000 ნაცვლად ₾452 ათასისა).
    • ახალციხის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 230,000 ლარით (სულ ₾675,000 ნაცვლად ₾445 ათასისა).
    • სენაკის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 45,000 ლარით (სულ ₾1.445 მლნ ნაცვლად ₾1.4 მლნ-ისა).
    • მცხეთის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 80,000 ლარით (სულ ₾1.28 მლნ ნაცვლად ₾1.2 მლნ-ისა).
    • თელავის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 65,000 ლარით (სულ ₾1.165 მლნ ნაცვლად ₾1.1 მლნ-ისა).

დამატებით ბიუჯეტები კი შემდეგი სამი მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი: ₾245,000
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი: ₾119,000
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი: ₾1,200,000


ოფიციალური განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტების სია და მათთვის გამოყოფილი თანხები სრულად ასეთია:

  1. ბაღდათის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 2 400 000 ლარი
  2. სამტრედიის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 125 000 ლარი
  3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 7 996 500 ლარი
  4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 6 850 000 ლარი
  5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 4 850 000 ლარი
  6. ცაგერის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 2 000 000 ლარი
  7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 2 415 950 ლარი
  8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 303 300 ლარი
  9. საჩხერის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 2 780 000 ლარი
  10. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 400 000 ლარი
  11. ხაშურის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 270 000 ლარი
  12. ჭიათურის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 572 000 ლარი
  13. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 864 900 ლარი
  14. ახალციხის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 675 000 ლარი
  15. ლენტეხის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 950 000 ლარი
  16. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 515 000 ლარი
  17. ყვარლის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 2 100 000 ლარი
  18. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 2 240 000 ლარი
  19. მესტიის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 305 000 ლარი
  20. მარტვილის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 259 000 ლარი
  21. სენაკის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 445 000 ლარი
  22. მცხეთის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 280 000 ლარი
  23. დუშეთის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 435 000 ლარი
  24. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 310 000 ლარი
  25. თიანეთის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 200 000 ლარი
  26. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 364 000 ლარი
  27. გურჯაანის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 300 000 ლარი
  28. თელავის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 165 000 ლარი
  29. ბოლნისის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 000 000 ლარი
  30. ადიგენის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 500 000 ლარი
  31. ბორჯომის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 295 000 ლარი
  32. თერჯოლის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 245 000 ლარი
  33. ახმეტის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 119 000 ლარი
  34. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 200 000 ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები